საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თეიმურაზ ვანიშვილი ევროპის ჩემპიონია U23
11:41 | May 28 2021

სკოპიეში გამართულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონის ტიტულს თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ) დაეუფლა. ქართველმა მოჭიდავემ სკოპიეში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ოთხი შეხვედრა ერთი ამოსუნთქვით მოიგო. მან ფინალში სომეხი რაზმიკ პაპიკიანი 6:1 დაჯაბნა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ვანიშვილმა ფინალამდე გერმანელი ნიკო მეგერლე (4:0), მოლდოველი ლეომიდ კოლესნიჩი (10:0) და ბულგარეთის წარმომადგენელი რუჰან ჰიუსნიუ რასიმი (11:0) დაამარცხა.

ბრინჯაოს მედალს დაეუფლა 57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამაზ თურმანიძე, რომელმაც მედლისთვის ბრძოლაში უკრაინელ კამირ კერიმოს 5:3 მოუგო, ბრინჯაო მოიპოვა ვლადიმერ გამყრელიძემაც (74 კგ), მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გამყრელიძემ აზერბაიჯანელ აშრაფ აშიროვს 3:1 სძლია.